ბიძინა ივანიშვილი კარნეგის ფონდის დელეგაციას შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი კარნეგის ფონდის დელეგაციას შეხვდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კარნეგის ფონდის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრას კარნეგის ფონდის ევრაზიის და რუსეთის პროგრამის დირექტორი ჯეიმს კოლინსი, კარნეგის ფონდის რუსეთის და ევრაზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე მეთიუ როიანსკი, კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტი ტომას დე ვაალი და ყოფილი ფინეთის ელჩი მოსკოვსა და ბერლინში რენე ნაიბერგი ესწრებოდნენ.

კოალიციის ლიდერსა და კარნეგის ფონდის დელეგაციის წარმომადგენლებს შორის საუბარი  საქართველოში მიმდინარე მოვლენების, საარჩევნო გარემოსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გარშემო წარიმართა.