ალექსანდრე ანქვაბი: მათ, ვისაც აფხაზეთთან თანამშრომლობა სურს, მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღოს

ალექსანდრე ანქვაბი: მათ, ვისაც აფხაზეთთან თანამშრომლობა სურს, მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღოს

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა შეხვედრა გამართა ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „შერიგების რესურსების“ პროგრამის დირექტორთან ჯონათან კოენთან და და პროგრამის დირექტორთან კავკასიაში რეიჩელ კლოგთან. მათ ანქვაბს გააცნეს ფინანსური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დაფინანსებას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შესაძლებლობა აფხაზეთში.

„ ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული სურვილი შევხვდეთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს, ევროკავშირის დელეგატებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ქართული მხარის პოზიციებს იცავენ.

თუ მათ აფხაზეთთან თანამშრომლობა სურთ, მაშინ მათ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და აიღონ მაგალითი რუსეთისგან, რომელიც პრაქტიკულ მხარდაჭერასა და დახმარებას გულისმობს“,- განაცხადა ანქვაბმა.