კახა ბექაური: ეს „მასთ ქერი“  იმ შინაარის მატარებელი არაა, რა შინაარსისაც რეალურად,

კახა ბექაური: ეს „მასთ ქერი“ იმ შინაარის მატარებელი არაა, რა შინაარსისაც რეალურად, "მასთ ქერი" უნდა იყოს

„მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის კახა ბექაურის განცხადებით, ე.წ. „მასთ ქერის“-ის პრინციპი საქართველოში არ იმუშავებს.

ბექაურის განცხადებით, მოსახლეობის ინფორმირებისათვის სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტი, ე.წ. „მასთ ქერის“-ის პრინციპის დანერგვა მნიშვნელოვანია, თუმცა არა იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც ხელისუფლება აკეთებს.

„ე.წ. „მასთ ქერი“  იმ ფორმულირებით რა ფორმულირებითაც კეთდება, არ იმუშავებს.  ეს ფორმულირება მოსახლეობის ინფორმირებულობას არ გაზრდის. აუცილებელია კანონში საკაბელო ოპერატორის პასუხიმგებლობა,  იყოს გაწერილი, რომ თუ არ ჩართავს ამა თუ იმ ტელევიზიას, რაღაც სანქცია დააწესონ, რომ მას ავტორიზაცია შეუჩერდება,  ანუ ის თავის საქმიანობას ვეღარ განახორციელებს.  აი, ეს პასუხიმგებლობა უნდა ჰქონდეს საკაბელო ოპერატორებს“, - განაცხადა ბექაურმა.

ბექაურის თქმით, ელემენტრალურ სანქცია ჯარიმა ათასი ან სამიათასი ლარი არაფერია.

„ამას ხელისუფლების ზეწოლით გადაიხდის და ამა თუ იმ ტელევიზიას მაინც არსად ჩართავს. ამიტომაც  არ იმუშავებს. ეს  ფიქციაა და  საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის თვალის ახვევის მიზნით კეთდება. ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორიო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და დასავლეთის დასანახად,  ვითომ ინფორმაციის გავრცელებას  ხელს უწყობს და მუშაობს სინამდვილეში კი,   ეს „მასთ ქერი“  იმ შინაარის მატარებელი არაა, რა შინაარსისაც რეალურად,  „მასთ ქერი“ უნდა იყოს“, - განაცხადა ბექაურმა