ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანის და სომხეთის გამო

ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანის და სომხეთის გამო

ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანის და სომხეთის გამო, რომელთაც სურვილი არ აქვთ თანხმობას მიაღწიონ ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში.

„მხარეები ძალიან ახლოს იყვნენ იმ საერთო პრინციპებთან, რომელიც მათი შეთანხმების მიღწევას დააჩქარებდა, თუმცა პროცესი შეჩერებულია და წინ არ მიდის. ის, რომ სასაზღვრო ზონაში ინციდენტები არ წყდება, ეს საშიში ნიშანია. დასაფიქრებელი ერთი რამ: ეს ეუთო-ს კომისიის მექანიზმების არასრულყოფიელბის ბრალია თუ მხარეები არ არიან მზად მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც კომპრომისზეა დაფუძნებული“,- განაცხადა ზანიერიმ.