ალისტერ დარლინგი: თუ შოტლანდია ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოვა, უკანდასახევი გზა მოჭრილი გვაქვს

ალისტერ დარლინგი: თუ შოტლანდია ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოვა, უკანდასახევი გზა მოჭრილი გვაქვს

BBC-ის ინფორმაციით, შოტლანდიაში დაიწყო კამპანია „ერთად უკეთესია“, რომელიც შოტლანდიელების დარწმუნებას ცდილობს, რათა დიდ ბრიტანეთიდან გამოსვლაზე თანხმობა არ განაცხადონ.

კამპანიას შოტლანდიის „ლეიბორისტები“, „კონსერვატორები“ და „ლიბერალ-დემოკრატები“ უჭერენ მხარს. ბრიტანეთის პარლამენტის წევრის ედინბურგიდან, ყოფილი ფინანსთა მინისტრის ალისტერ დარლინგის განცხადებით, შოტლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში უნდა დარჩეს.

„ თუ ჩვენ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოვალთ, უკან დასახევ გზას მოვიჭრით, რადგან ეს იქნება ის, რომ ჩვენ ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით შევიძინოთ და ჩვენი შვილები  გაურკვეველი მიმართულებით გავუშვათ“,-აცხადებს დარლინგი.