დოესში სარწყავი წყლის მოთხოვნით გამართული აქციის შემდეგ მამა- შვილი ოხნიაშვილები  დააკავეს

დოესში სარწყავი წყლის მოთხოვნით გამართული აქციის შემდეგ მამა- შვილი ოხნიაშვილები დააკავეს

კასპის რაიონის სოფელ დოესში მცხოვრები პირები, რომლებმაც სარწყავი წყლის  მოთხოვნით 23 ივლისს აქცია გამართეს, დღეს 26 ივნისს დილით დააკავეს.

დაკავებულებს შორის არის გია ოხანაშვილი, რომელიც პოლიციამ საკუთარი სახლიდან აიყვანა, მისი მამა ტარიელ ოხანაშვილი კი პოლიციას სახლში არ დახვდა, თუმცა მოგვაინებით, ისიც დააკავეს.

კასპის საკრებულოს დეპუტატი, ხათუნა თათანაშვილი კიდევ რამდენიმე პიროვნების დაკავების შესახებ ფლობს ინფორმაციას.

ცნობისთვის, შაბათს სოფლის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით, აქცია გამართა. აქციაზე ხალხთან სოფლის გამგებლის ძმიშვილი მივიდა მეგობრებთან ერთად და აქციის მონაწილეებს პუტინის მოსყიდულები უწოდა, რასაც თანასოფლელებს შორის დაპირისპირება მოყვა.