ბიძინა ივანიშვილი NDI-ის დელეგაციას შეხვდა(VIDEO)

ბიძინა ივანიშვილი NDI-ის დელეგაციას შეხვდა(VIDEO)

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ბიძინა ივანიშვილმა NDI-ის დელეგაციას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და კოალიციისთვის შექმნილი პრობლემები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება ასევე „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც გამახვილდა.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის დელეგაციის წევრები საქართველოს  24 ივნისს ეწვივნენ.

დელეგაციაში შედიან მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰანი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სემ გეჯდენსონი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, NDI-ის პრეზიდენტი კენეთ ვოლაკი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.