ილჰამ ალიევი: დღეს ჩვენ 10-ჯერ ძლიერი არმია გვყავს, ვიდრე სომხეთს

ილჰამ ალიევი: დღეს ჩვენ 10-ჯერ ძლიერი არმია გვყავს, ვიდრე სომხეთს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას და ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს უკან.

„აზერბაიჯანი ეს ქვეყანაა, რომელიც თავის თავს თვითონ ინახავს. ჩვენ დიდი რეზერვები და დიდი ადამიანური რესურსები გვაქვს. ჩვენ თვითონვე ვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, დამოუკიდებელ პოლიტიკას და ვეყრდნობით აზერბაიჯანელი ხალხის სურვილს. განსხვავება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უფროდაუფრო იზრდება, დღეს ჩვენ 10-ჯერ ძლიერი არმია გვყავს, ვიდრე სომხეთს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებით, ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამხედრო არმიისადმი მიძღვნილ ზეიმზე.