ისრაელს პუტინის იმედი აქვს

ისრაელს პუტინის იმედი აქვს

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ისრაელში დასავლეთის მედიამ „სირიის კომპენსაციად“ მიღო. ვლადიმერ პუტინი 400-კაციანი დელეგაციით, რომლის შემადგენლობაში მინისტრები, ჟურნალისტები და დაცვა შედიან,  ჩავიდა ქალაქ ნეთანიაში, სადაც მეორე სამამულო ომში დაღუპული წითელი არმიის ჯარისკაცების საპატივსაცემოდ გახსნილ მემორიალში მონაწილეობა მიეღო.

ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესის განცხადებით, რუსეთი არავის მისცემს დღეს დამუქრების უფლებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა, არავის  მისცემს უფლებას მსგავსი მუქარა განახორციელოს. არც ირანს და არც სირიას, სადაც სისხლი იღვრება“,- განაცხადა პერესმა.

Guardian-ის ინფორმაციით, პერესისა და პუტინის ძირითადი მოლაპარაკების თემა ირანის ატომური პროგრამის განხორციელება იქნება.