პარლამენტის ბიუროს must carry ის პრინციპთან დაკავშირებული ინიციატივა დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს must carry ის პრინციპთან დაკავშირებული ინიციატივა დღეს წარედგინება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, Must carry –ის პრინციპთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

ინიციატივა საარჩევნო პერიოდში სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტს ითვალისწინებს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება განხილული, რის გამოც მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ სატელევიზო არხების სავალდებულო ტრანზიტს კამპანია "ეს შენ გეხება" რამდენიმე თვე უშედეგოდ ითხოვდა. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ  პრინციპს, რომელიც საკაბელო ტელევიზიებს ყველა არხის ტრანსლირებას დაავალდებულებს,  მხოლოდ წინასაარჩევნოდ ემოქმედა.

არსებული ინფორმაციით, პროექტის ავტორები არიან პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი, თუმცა, მანამდე პავლე კუბლაშვილი ამ ინიციატივას კერძო სექტორში უხეშ ჩარევად აფასებდა.

საკანონმდებლო ცვლილება მიმდინარე კვირაში - ხუთშაბათსა და პარასკევს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომებზე განიხილება და დამტკიცდება.