კახა კახიშვილი: რაც უფრო მეტი ორგანიზაცია დარწმუნდება სიის სიზუსტეში, 2012 წლის  არჩევნებს მით უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება

კახა კახიშვილი: რაც უფრო მეტი ორგანიზაცია დარწმუნდება სიის სიზუსტეში, 2012 წლის არჩევნებს მით უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის კახა კახიშვილის განცხადებით, რაც უფრო მეტი ორგანიზაცია დააზუსტებს ამომრჩეველთა სიას იმისთვის, რომ პრობლემა სიებთან დაკავშირებით მოიხსნეს, მით უფრო მნიშვნელოვანია.

კახიშვილის თქმით, როდესაც სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით „კარდაკარის“ პროგრამა დააანონსა, ყველა პოლიტიური პარტიის მიმართ  იყო შეთავაზება, რომ „კარდაკარის“ პროგრამა  ერთობლივად ჩატარებულიყო და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  ასეთი შეთანხმება არ მოხდა,  გადამოწმებაც მნიშვნელოვანია.

„პრინციპში,  ის ორგანიზაციები, რომლებიც სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის შემდეგ ატარებენ „კარდაკარს“  მათ მუშაობა უფრო გაუადვილდებათ ვინაიდან,   ფაქტობრივად იმ მასალას მოიხმარნენ,  რომელსაც ჩვენი კომისია დადებს.   ანუ ისინი მუშაობას სუფთა ფურცლიდან არ დაიწყებენ. მიმაჩნია, რომ  რაც უფრო მეტი ორგანიზიაცია დარწმუნდება სიის სიზუსტეში,  მით უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ მთავარია,  ხარვეზების წარდგენა იმ ვადაში მოხდეს ამომრჩველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიასა თუ   ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში,  რომ კანონის საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების გათვალისწინება და ასახვა საარჩევნო სიაში შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა კახიშვილმა.

კახიშვილს მიაჩნია, რომ სიების დაზუსტებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ხელისუფლების ოპონენტებმა ორგანიზებულობაზეც გაამახვილონ ყურადღება.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების ორგანიზებულობა საარჩევნო უბანზე, იმის კონტროლი და ზედამხედველობა, როგორ მოხდება ხმების დათვლა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის კარები დაიხურება და საარჩევნო კომისია დამკვირებლებთან ერთად,   ხმების დათლის პროცედურას და შემაჯამებელი ოლქმის შედგენას დაიწყებს.  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება ამ შემაჯამებელი ოქმის დაუშვათ, დაცვაზე,  შედეგების გასაჩივრებაზე  სასამართლოებსა თუ  ცენტრალურ საარჩევო კომპანიებში.

„ეს სერიოზული საკითხებია,  რომელიც ძალიან სერიოზულ მუშაობასა და სერიოზულ პარტიულ დისიპლინას მოითხოვს. რამდენად შეძლებენ მრავალპარტიულ კოალიციაში სერიოზული დისიპლინის დამყარებას არ ვიცი, მაგრამ ყოველშემთხვევაში,  იმისთვის რომ ოპონირება გაუწიონ მყარ „ნაციონალური მოძრაობას“ ვგულისხმობ, როგორც პარტიულ ორგანიზაციას,  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი ორგანიზებულობის დაპირისპირება“, - განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით,  ის რომ ერთი პოლიტიკური სუბიექტი ამ შემთხვევაში, „ ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საკითხებში ძალიან ორგანიზებულია, ეს  არაერთი არჩევნების დროს გამოჩნდა. „ვნახეთ ფაქტობრივად, რომ  ყველა არჩევნების დროს აკვირდებიან, თუ რამდენად ორგანიზებულად მიდის მათი ამომრჩევლი საარჩევნო უბანზე“, - განაცხდა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ „აღმოჩნდება,  თუ არა ასეთი ორგანიზებულობა ოპონენტების მხრიდან,  ამის განსაზღვრა რთულია. ადრეა ამაზე საუბარი ვინაიდან, პრინციპში  ჯერ-ჯერობით მხოლოდ კარგად ორგანიზებულ აქციებს ვხედავთ,  მაგრამ იმის უზრუნველყოფა, რომ აქციაზე გასული შენი მხარდამჭერი საარჩევნო უბანზე მივიდეს,  ეს მეორე საკითხია“, - განაცხადა კახიშვილმა.