ორ ირანელს ალკოჰოლის მოხმარებისთვის სიკვდილით დასჯიან

ორ ირანელს ალკოჰოლის მოხმარებისთვის სიკვდილით დასჯიან

ირანში  სიკვდილით დასჯიან ორ ირანელს, რომლებიც ალკოჰოლის მოხმარებაში არიან შემჩნეულნი. როგორც ირანული მასმედია იუწყებია, პირველ ფაქტზე ირანელები 80-ჯერ გაროზგეს, ამჯერად კი მათ სიკვდილი ელოდებთ. ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ მათ სიკვდილის დასჯაზე თანხმობა განაცხადა.

ირანში ალკოჰოლის შეძენა და მოხმარება მკაცრად აკრძალულია, თუმცა მისი შეძენა მსურველებს „შავ ბაზარზე შეუძლიათ“. პირველ შემთხვევაში გამოიყენება ჯარიმა, როზგით დასჯა ან პატიმრობა. ალკოჰოლის მომხმარებელს სიკვდილით დასჯა მაშინ დაემუქრება, თუ ისმეორედ ან მესამედ  არის შემჩნეული მის მოხმარებაში ან თუ მან საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.