ზვიად ძიძიგური:  კონტროლის პალატა ხელისუფლების დანამატი გახდა

ზვიად ძიძიგური: კონტროლის პალატა ხელისუფლების დანამატი გახდა

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, კონტროლის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც „ქართული ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები სამართალდამრღევებად ცნობას უკავშირდება, მიზნად პოლიტიკური პარტიების ანგარიშების ბოლომდე დაყადაღებასა და „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო საქმიანობისთვის ხელის შეშლას ისახავს. 

როგორც ძიძიგურმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ეს მხოლოდ არასერიოზული მცდელობაა და კოალიცია არ აპირებს ეს ნომერ პირველ პრობლემად დააყენოს, რომელზე ზრუნვასაც აპირებს.

„მათ სურთ არათანაბარი საარჩევნო პირობების ნაცვლად მიიღონ განსაკუთრებული უპირატესობა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას ყოველგვარი პასუხის გარეშე დაამარცხებს“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, კონტროლის პალატა ხელისუფლების დანამატი გახდა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს და აღნიშნა, რომ გამომდინარე აქედან  რას ლაპარაკობს ეს უწყება და რა განცხადებებს აქვეყნებს აბსოლუტურად აღარაფერს ნიშნავს.

„იმ განცხადებებით, რომლითაც კონტროლის პალატა ეხლა უკანონობებს ჩადის შემოდგომაზე იქნება აღკვეთილი. შემოდგომაზე დასრულდება ის დრო, როცა კონტროლის პალატა ოპოზიციური პარტიების მდევნელის ფუნქციას ახორციელებდა“, - დასძინა ძიძიგურმა.

ცნობისთვის, დღეს კონტროლის პალატამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები სამართალდამრღევებად ცნო და ადმინისტრაციული საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში გადააგზავნა.

„საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, პარტია „ქართული ოცნება“, შპს „ქართული ოცნება“ და კოალიცია „ქართული ოცნება“ რომელიც, თავის მხრივ დამატებით აერთიანებს პარტიებს-„რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადარჩენს საქართველოს“ .

აღნიშნული გარემოება არ უწყობს ხელს ჯანსაღი, გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკური სისტემის უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე მივმართავთ თხოვნით ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტებს თავიანთი საქმიანობა წარმართონ კეთილსინდისიერების და ანაგრიშვალდებულების პრინციპების დაცვით“, - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.