ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და არჩევნებმა ასახა, რაც მთავარია, ამომრჩევლის ნება

ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და არჩევნებმა ასახა, რაც მთავარია, ამომრჩევლის ნება

არჩევნებთან დაკავშირებით 5 მთავარი ბრალდება იყო გამოყოფილი და ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ ხუთივე იყო ტყუილი, იმიტომ, რომ საერთოდ არ ფიგურირებს ეს საკითხები, რუსული გავლენა, გაჟონვა, კარუსელი დ ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა ტყუილი ე.წ კარუსელთან დაკავშირებით.

"თქვენ გახსოვთ რამდენიმე სამარცხვინო ტყუილი, რაც ითქვა მათი მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, სალომე
ზურაბიშვილის ცნობილი ტყუილი 17-ჯერ ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ანუ 16-ჯერ და 18-ჯერ კი არა, 17-ჯერ ხდებოდა ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, რაც ტექნიკურადაც შეუძლებელია ახალი აპარატურის გათვალისწინებით. დაადონ თითი რომელიმე ჩანაწერს ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომელიც პირდაპირ ან თუნდაც ირიბად მიანიშნებს 17-ჯერ ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემასთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა ტყუილი ე.წ კარუსელთან დაკავშირებით. ე.წ. კარუსელი, როგორც პრობლემა, საერთოდ არ ფიგურირებს ამ დასკვნაში, ანუ უთქვამს თუ არა სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას ტყუილი, როცა ამბობდა, რომ ხან 300 000, ხან 200 000, ხან 400 000 ხმა გაყალბდა, ეს ერთი ტყუილი, რაც შეეხება ცნობოლი გაჟონვის თემას და ხმის ფარულობის დარღვევას. 76%-ში საერთოდ ვერ დაადგინა ვერცერთი შემთხვევა ხმის ფარულობის დარღვევის და 24%-შიც დაადგინა ცალკეული შემთხვევები, როგორიც არის გაჟონვა, ვიღაცამ ამოიღო კონვერტიდან ბიულეტენი და ვიღაცამ დაინახა ვინ შემოხაზა ამა თუ იმ ამომრჩეველმა და ა.შ. 76%-ში საერთოდ ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა და მხოლოდ 24%-ში. ამ დროს, ცნობილი გაჟონვის ამბავი იყო გამოტანილი, როგორც თითქოს გაყალბების მთავარი ინსტრუმენტი. რომ გავყვეთ, რუსული ჩარევა და ა.შ. ყველა მათი ძირითადი ბრალდება და ძალიან კარგად მოახდინა ამის  სისტემატიზაცია შალვა პაპუაშვილმა, 5 მთავარი ბრალდება იყო გამოყოფილი და ხუთივე დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ ხუთივე იყო ტყუილი, იმიტომ, რომ საერთოდ არ ფიგურირებს ეს საკითხები, რუსული გავლენა, გაჟონვა, კარუსელი დ ა.შ. საერთოდ არ ფიგურირებს ეუთო/ოდირის დასკვნაში. შესაბამისად, ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და არჩევნებმა ასახა, რაც მთავარია, ამომრჩევლის ნება.

კვლევებიც ჩავატარეთ ცოტა ხნის წინ და არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. 70%-მდე ჩვენს ამომრჩეველს აქვს ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. ეს არის რეალური მაჩვენებელი, ქვეყნის მასშტაბით. დანარჩენი არის უბრალოდ ყალბი მტკიცება და წარმოიდგინეთ, რომ აქ შედის ის ამომრჩეველიც, მათ შორის, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირა მხარი, იმდენად მაღალი პროცენტია. დანარჩენი არის ცარიელი საუბარი, რაც ეუთო/ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მარბიელი რასაც ოპო და სამგლე-სალომე სხვადასხვა დროს დაობდნენ გაჟონვა, 1 პირადობით 17 ხმა, "სომხური კარუსელი", რუსული ზეგავლენა არცერთი არ დადასტურდა, ანუ ისინი ან უვიცები არიან, ან მატყუარები
გუშინ სინდისმოკლე და გავასქელი გუბაზი გამოვიდა და სომხებსა და აზერებს ეხვეწებოდა: ხომ ვართ ერთი სისხლი და ხორცი, ერთი მარში გააკეთეთო :))
იდეა გუბაზს: გააკეთე 9 -ლეზე გადამხტარ პოლიტიკოსთა მარში: წინ შენ, ბერძენიშვილები, არმაზი, ბესელია,უსუფაშვილი, მ დუმბაძე ... პაჩკობითააცხრაზე და მეტზე გადაგხტარები რეგიონებში, ჩამოიყვანეთ და ჯერ არნახული სიმრავლის მსვლელობა გექნებათ; ყვარყვარეს და ეძგვერაძე ბარნაბას სურათები წაიმძღვარეთ!
16 საათის უკან
მარბიელი მთავარი: გუშინ გვარამიას გამოკლებით და პ/ალიანსისა და ხვიჩიას დამატებით ოპო პარტიებმა პარტიული დაფინანსება მოითხოვეს!
დაფინანსებას ხომ არჩევნებში შედეგების მიხედვით იძლევიან?
ანუ გაასხეს ჯიხაიშის ბატივით? თუ გაგიყალბეს,რაც გეკუთვნის იმაზე ნაკლებს რომ იღებ, არჩევნებს აპრავებ :))
პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას არც ადრე ჰქონდა აზრი, ახლა კი მასხარობა გახდა
მე ყონვაში იქ უნდა ვიდგე, უნდა გავიფიცო და თქვენ მსუყე დაფინანსებაზე უარი არ უნდა თქვათ? ხაზარაძე, ვაშაძე, ბოკუჩავა, დოლიძე, სამადაშვილო...თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ?
16 საათის უკან