მიხეილ სააკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი ზაფხულია, ყველამ მუხლჩაუხრელად  უნდა იშრომოს

მიხეილ სააკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი ზაფხულია, ყველამ მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი ზაფხულია, ყველამ მუხლჩაუხრელად  უნდა იშრომოს, რადგან საქართველო აღმშენებლობის გზას ადგას სხვანაირად მოქცევის საშუალება უბრალოდ არ არსებობს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერიოდული შეკრებები და იმ საკითხებზე მსჯელობა, რომელიც ყველას გვაწუხებს. წინ ზაფხულია, მაგრამ ჩვენთვის დასვენება არც ზაფხულშია და არც ამ პერიოდში. ეს არის დიდი აღმშენებლობის ეპოქა საქართველოსთვის და ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ მუხლაჩაუხრელად არ ვიშრომოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.  

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსნენა სოციალურ ქსელ facebook-ში“ ქალბატონის საყვედური დენთან და შადრევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ ქალბატონს ის გამორჩენია,რაც შადრევნების იქით მოხდა.

„ბათუმი მთლიანად ახალი ქალაქია, ხოლო ანაკლია - ახალი კურორტი. ქუთაისი 2-3 წელიწადში სრულიად განახლდება, ახლებურად კეთდება თბილისის ცენტრი, განახლებულია ყვარელი, ზუგდიდი, სიღნაღი, თელავის განახლება სექტემბერში დასრულდება. ლაზიკაც აუცილებლად აშენდება, რადგან მათ ვისაც სასაცილოდ არ ჰყოფნიდა 2 წლის წინ ანაკლიის პროექტი, მათ ვისაც დღემდე ჰგონია, რომ ბათუმი ბაყაყებიანი ადგილია, სადაც დღე და ღამე წვიმს, ყველას თავისი სიტყვებისა და სკეპტიკის უკან წაღება მოუხდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.