„ქართული ოცნებამ “   პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

„ქართული ოცნებამ “ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა და ადვოკატმა თედო კობახიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს და მუქარისა და პოლიტიკური დევნის მუხლებით საქმის აღძრა მოითხოვეს.

საქმე  მარნეულში „ქართული ოცნების“ წევრის ბესო კუჭაშვილს დაშინების ფაქტს ეხება. მას სოფელ ორჯონიკიძის რწმუნებული ფოლად ისმაილოვი არაერთხელ დაემუქრა და მოსთხოვა დაეტოვებინა „ქართული ოცნება“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი,  „ძალიან ინანებდა“.

„ეს არის პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითი და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზუსტად ვიცით მდევნელის ვინაობა.  18 ივნისს ღამის 3 საათზე ბასო კუჭაშვილის სიდედრის სახლში 3 ნიღბიანი პირი შეიჭრა. ამ დროს სახლში კუჭაშვილის მეუღლე იმყოფებოდა 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ნიღბიანები ბესო კუჭაშვილს ეძებდნენ, თუმცა იქ კუჭაშვილი ვერ მონახეს. აქ არის მკაფიო პოლიტიკური დევნის მაგალითი და  პროკურატურას სათანადო რეაგირებისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა სუბარმა.

სუბარის თქმით, ისინი კატეგორიულად მოითხოვენ სწრაფ რეაგირებას უწყებათაშორის კომისიისგან და სახალხო დამცველისგან.