სილვიო ბერლუსკონე იტალიის  ხელისუფლებაში ბრუნდება?

სილვიო ბერლუსკონე იტალიის ხელისუფლებაში ბრუნდება?

The Guardian-ის ინფორმაციით, იტალიის ექსპრემიერის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ - “მე ისევ აქ ვარ, მომეცით 51%!“ მსოფლიო მასმედია და ექსპერტები აალაპარაკა იმაზე, რომ 76 წლის ბერლუსკონე ხელისუფლებაში ბრუნდება.

„მას შემდეგ რაც მე წავედი ხელისუფლებიდან, იტალიის ხარჯი და ბიუჯეტის დეფიციტი ისევ იმდენია, რამდენიც დავტოვე“,- განაცხადა სკანდალურმა პრემიერმინისტრმა. 

ექპსერტების აზრით, ბერლუსკონეს იმ შემთხვევაში შეუძლია იტალიის ხელისუფლებაში დაბრუნება, თუ იტალია ევროზე უარს იტყვის. ეს განცხადება შეიძლება ძალიან პოპულარული აღმოჩნდეს პოლიტიკოსებსა და იტალიის მოსახლეობას შორის, რომლებიც კრიზისის გამო ძალიან გაღიზიანებულნი არიან დღევანდელ ხელისუფლებაზე და  მიუხედავად იმის, რომ ბერლუსკონეს რამდენიმე  საქმეს იტალიის სასამართლო განიხილავს. 

იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრს 600 000 დოლარის ქრთამის აღებაში, მაფიასთან კავშირსა და არასრულწლოვან გოგონებთან სქესობრივ კავშირში ადანაშაულებენ.