ტიმოშჩენკოს ჯანმრთელობის  მდგომარეობას სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს

ტიმოშჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს

ტიმოშჩენკოს ჯანმრთელობის  მდგომარეობას სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს

კიევის ხარკოვის რაიონის სასამართლომ ექს-პრემიერ იულია ტიმოშჩენკოს „უკრაინის ერთიანი ენერგორესურსების სისტემების“ საქმის სასამართლო განხილვა 2012 წლის 10 ივლისისთვის გადადო. მოსამართლემ დააკმაყოფილა უკრაინის პროკურორის შუამდგომლობა სასამართლო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც იულია ტიმოშჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.

მოსამართლის განცხადებით, მას შემდეგ რაც ექსპერტიზა დასკვნას დადებს, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს პროცესების გაგრძელების შესახებ.