წიკლაურმა ალასანიასა და ივანიშვილს აფხაზური და ოსური მხარეებისთვის სანდო მომლაპარაკებლები უწოდა

წიკლაურმა ალასანიასა და ივანიშვილს აფხაზური და ოსური მხარეებისთვის სანდო მომლაპარაკებლები უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ირაკლი ალასანიას მიერ ცნობილი განცხადების გაკეთების შემდეგ  ის და ბიძინა ივანიშვილი ყველაზე სანდო მომლაპარაკებლები გახდნენ.

აღნიშნული კომენტარი წიკლაურმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადისლავ ჩირიკბას განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ჩირიკბას თქმით, საქართველოსთან დიალოგისთვის სჭირდება ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები, როგორებიც არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია.  

"რა პრაგრატიზმზეა საუბარი ჩემთვის აუხსნელია. თუ ეს პრაგმატიზმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტრესების დათმობას გულისხმობს, რა თქმა უნდა, ამგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას დიდი სიხარულით მიიღებენ. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც ირაკლი ალასანიას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ბანდფორმირებების არსებობასთან დაკავშირებით ცნობილი განცხადება გააკეთა, აფხაზური და ოსური მხარეებისთვის ის და ბიძინა ივანიშვილი ყველაზე სანდო მომლაპარაკებლები გახდნენ ", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.