დიმიტრი ლორთქიფანიძე : „მასთ ქერის“ პრინციპი მუდმივად უნდა მოქმედებდეს

დიმიტრი ლორთქიფანიძე : „მასთ ქერის“ პრინციპი მუდმივად უნდა მოქმედებდეს

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე „მასთ ქერის“ პრინციპის განხორციელებას ეთანხმება და პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივას მხარს დაუჭერს. ლორთქიფანიძის აზრით, „მასთ ქერის“ პრინციპი მუდმივად უნდა მოქმედებდეს და არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში.

„არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია,“ - აღნიშნა დიმიტი ლორთქიფანიძემ.

ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც ამჟამად მზადების პროცესშია, პარლამენტი ამ კვირაში განიხილავს და პარასკევს მიიღებს.