ცნობილი რუსი ოპოზციონერი ალექსანდრე ნავალნი „აეროფლოტის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შევიდა. მისი კანდიდატურა ეროვნულმა სარეზერვო ბანკმა წამოაყენა, რომელიც რუსი ბიზნესმენის ალექსანდრე ლებედევის კონტროლის ქვეშაა. ეროვნული სარეზერვო ბანკი „აეროფლოტის“ აქციების 15%-ს ფლობს.
„თუ ნავალნი ასე აქტიურად იბრძვის უფლებების დასაცავად მაშინ, როდესაც მას რამდენიმე აქცია გააჩნია, ალბათ დირექტორთა საბჭოში ის უფრო აქტიურად იბრძოლებს“,-განაცხადა ლებედევმა.