კოსტიტუცია ჯორჯ ვაშინგტონის პირადი შენიშვნებით 10 მილიონ დოლარად გაიყიდა

კოსტიტუცია ჯორჯ ვაშინგტონის პირადი შენიშვნებით 10 მილიონ დოლარად გაიყიდა

აშშ-ს კონსტიტუციის უნიკალური ეგზემპლარი Christie's -ის აუქციონზე 10 მილიონ დოლარად გაიყიდა. წიგნი 1989 წელსაა გამოშვებული და მის ფურცლებზე თავად ჯორჯ ვაშინგტონის, ამერიკის პირველი პრეზიდენტის წარწერებია დარჩენილი.

კონსტიტუციის საბოლოო ფასი მის ღირებულებაზე სამჯერ მეტია.  აუქციონის ორგანიზატორები, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ლოტი საწყისი ღირებულებიდან 2-3 მილიონ დოლარს მიაღწევდა. თუმცა მასზე გამართული „დიდი ომის“  შემდეგ წიგნის ღირებულება 10 მილიონამდე გაიზარდა, უფრო ზუსტად -9,82 მილიონი დოლარი შეადგინა.

106 ფურცლისგან შემდგარი წიგნი 1789 წელს ვაშინგტონის შეკვეთით იყო დაბეჭდილი. კონსტიტუცია დღესაც შესანიშნავ მდგომარეობაშია. მისი ყდა ნატურალური ტყავისგანაა დამზადებული. ქაღალდი კი, რომელზედაც კონსტიტუციაა დაწერილი, უკვე  ორ საუკუნეა ინახავს ისტორიას, სადაც ჯორჯ ვაშინგტონის მიერ, შენიშვნები და  შესწორებები ფანქრითაა მიწერილი.

წიგნის ახალი მეპატრონე ქალთა ასოციაცია მაუნტ-ვერნონა გახდა, რომელიც სხვდასხვა საქმიანობასთან ერთად, ვაშინგტონის რეზიდენციის შენახვაზეც ზრუნავს.

 „ეს ძალიან ამაღელვებელია, რადგან ჩვენ მოვახერხეთ დაგვებრუნებინა წიგნი, რომელიც მაუნტ-ვერნონს ეკუთვნოდა იმთავითვე“ - განაცხადა ასოციაციის წარმომადგენელმა ენნ ბუკაუტმა(Ann Bookout). და დასძინა, რომ ასოციაცია არ ფინანსდება სახელმწიფოსგან და წიგნის შეძენა მოხერხდა პატრიოტი ამერიკელების შემოწირულობების საშუალებით.

Christie's-ის აუქციონზე გაყიდული კონსტიტუციის ეგზემპლიარი ინახებოდა მაუნტ-ვერნონის ვაშინგტონის რეზიდენციაში, ვირჯინიის შტატში, 1876 წელს ის პირველად გამოჩნდა აუქციონზე. მეორედ 1976 წელს, რომელიც მაშინ შეიძინა კოლექციონერმა რიჩარდ დიტრიხმა(Richard Dietrich). ახლა კი, Christie's აუქციონზე კონსტიტუცია დიტრიხის მემკვიდრეებმა გამოიტანეს.

წიგნი თავის პირვანდელ ადგილსამყოფელს უბრუნდება და  მაუნტ-ვერნონაში,  ჯორჯ ვაშინტონის სახელობის ბიბლიოთეკაში გამოიფინება.  ბიბლიოთეკა ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს და მისი გახსნა  2013 წლის დასაწყისში მოხდება.