დავით ჯალაღანია: საქართველოსა და ევროკავშირს შორის  ასოცირების ხელშეკრულებაზე დიალოგი წარმატებულად მიმდინარეობს

დავით ჯალაღანია: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე დიალოგი წარმატებულად მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ტრადიციულ ბრიფინგზე  საქართველოსა და ევროკავშირს შორის გასაფორმებელი ასოცირების ხელშეკრულების ტექსტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტექსტის 3/4 უკვე შეთანხმებულია.

ჯალაღონიას განცხადებით, 28 ივნისს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ფარგლებში მეათე პლენარული სხდომა გაიმართება.

მისი თქმით, საქართველოს დელეგაციას  ტრადიციულად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე უხელმძღვანელებს.

„ეს დიალოგი წარმატებულად მიმდინარეობს, ფაქტობრივად 3/4 ტექსტისა შეთანხმებულია, იცით, რომ აღნიშნული შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან უფრო ახალ ურთიერთობებზე გადაიყვანს პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით“,- განაცხადა ჯალაღანიამ.