მაია ფანჯიკიძე: კოალიციის აქცია სავარაუდოდ მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე გაიმართება

მაია ფანჯიკიძე: კოალიციის აქცია სავარაუდოდ მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე გაიმართება

„ქართული ოცნების“ აქცია სავარაუდოდ 1 ივლისს, მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე გაიმართება“, - ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიცულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, კოალიციამ აქციის გამართვა 1 ივლისს, 19:00 საათზე თავდაპირველად მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე დაგეგმა, მაგრამ უარის მიღების შემდეგ თეატრონის ტერიტორიაზე გადაწყდა.

„ამასთან დაკავშირებით ზეპირი შეთანხმება უკვე გვაქვს, თუმცა დღეს ოფიციალურ ნებართვას ველოდებით. ეს ტრადიცია გახდა ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს. რადგან კოალიციის აქციები ასეთი შთამბეჭდავი გამოდის, ხელისუფლების უარის თქმის მიზეზი სწორედ ეს გახლავთ. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთიდან მოსახლეობის ჩამოსვლა რთული იქნება, თუმცა ორგანიზებული ჩამოყვანა არასდროს გაგვიკეთებია. ეს არ გვჭირდება", -განაცხადა ფანჯიკიძემ.