ცხინვალის პროკურატურა რუსეთიდან შემოსული ფინანსური დახმარების კანონიერ განკარგვას იძიებს

ცხინვალის პროკურატურა რუსეთიდან შემოსული ფინანსური დახმარების კანონიერ განკარგვას იძიებს

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ მოითხოვა 2010-2012 წლებში რუსეთიდან შემოსული ფინანსური დახმარების კანონიერი განკარგვის გამოძიებისთვის, დამატებითი დრო მიიღოს. როგორც სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პროკურორი მერაბ ჩიგოევი აცხადებს, ლეონიდ თიბილოვის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც 2008 წლის შემდეგ, რუსეთიდან შემოსული ფინანსური დახმარების საკითხებს სწავლობა და არკვევს სად წავიდა ბიუჯეტიდან ის თანხები, რომელიც ცხინვალის ინფრასტრუქტურას უნდა მომხმარებოდა. 

„ ეს არის ძალიან დიდი სამუშაო, არის შესასწავლი უამრავი დოკუმენტი და საგამოძიებო სამუშაოებია ჩასატარებელი მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, ამიტომაც ვითხოვეთ დრო, გამოძიების სრულყოფილი წარმართვისთვის. პროკურატურამ უკვე აღძრა ხუთი საქმე ბიუჯეტის თანხების ხარჯვისადმი  გულგრილი დამოკიდებულების გამო, აღვძრავთ კიდევ სამ საქმეს. მაგალითად, რაში დაიხარჯა საცურაო აუზისთვის გამოყოფილი თანხა, კვაისის გზის მოწყობისთვის გათვალისწინებული 70 მილიონი რუბლი, ან რატომ შეიძინეს იანვარ-თებერვალში  ასეულ ათასობით სითბოსმოყვარული მცენარეები, რომლებიც სულ მალე დაიღუპა“,-აცხადებს ჩიგოევი.