ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ მზად არ არის

ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ მზად არ არის

ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ მზად არ არის. პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებში კონკრეტულად ვერ საუბრობენ თუ როდის იქნება მზად მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებული ინიციატივა.

არჩევნების პერიოდში ე.წ. მასთ ქერის პრინციპის განხორციელების წინადადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა. მისი განმარტებით ე.წ. მასთ ქერის პრინციპი ყველა არჩევნების დროს განხორციელდება.

გასულ კვირას დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ  კანონპროექტის დეტალები მზად მიმდინარე კვირაში იქნება და კომიტეტებში მისი განხილვა დაიწყება.

აქამდე საპარლამენტო უმრავლესობა კამპანია „ეს შენ გეხებას“ ინიციატივას „მასთ ქერთან“ დაკავშირებით არ ეთანხმებოდა.

აღნიშნული ინიციატივა სავარაუდოდ „მაუწყებლის შესახებ“ კანონში და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს გამოიწვევს.