მარჯანიშვილის თეატრის წინ მარლენ ეგუტიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება

მარჯანიშვილის თეატრის წინ მარლენ ეგუტიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს, თბილისში, მარჯანიშვილის თეტრის წინ, კიდევ ერთი, ამჯერად მსახიობ მარლენ ეგუტიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით საღამოზე წარმოდგენილი იქნება, მონო სპექტაკლი სამუელ ბეკეტის მიხედვით „კრეპის უკანსაკნელი ფირი“.  ასევე სცენა სპექტაკლიდან „დეკამერონი“ (რეჟისორი ლევან წულაძე)

მარლენ ეგუტია ქართული თეატრის სცენაზე 45 წელია მოღვაწეობს, ვარსკვალივის გახსნას და შემოქმედებით საღამოს მას ქართული თეატრის მოღვაწეები მიულოცავენ.