მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა (VIDEO)

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა (VIDEO)

მსოფლიოს პოპ-მეფის მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. 50 წლის მომღერალი, 2009 წლის 25 ივლისს ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში,  გულის შეტევით გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ვარსკვლავი ხშირად ავადმყოფობდა, მისი დაღუპვა ყველასთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო.

პოპის მეფის დაკრძალვის ცერემონია რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად, მომღერლის დასაფლავების ცერემონიალი 29 აგვისტოს, მის დაბადების დღეზე იგიგმებოდა, მაგრამ დაკრძალვა ნათესავების მოთხოვნით, 3 სექტემბრისთვის გადაიდო.  მაიკლ ჯექსონი კალიფორნიის ტერიტორიაზე, მემორიალურ პარკში - „Forest Lawn Glendale“, ცნობილი მსახიობების და მომღერლების გვერდით დაკრძალეს.

2009 წლის ივლისში ლეგენდარული მომღერალი დიდ სცენაზე დაბრუნებას გეგმავდა. რომ არა უეცარი სიკვდილი, ტურნე სახელწოდებით  „This is it“ – ყველაფერი მორჩა, ერთი წელი გაგრძელდებოდა. პოპის მეფეს მასზე  მზადება უკვე დაწყებული ჰქონდა. ჩაწერილი იყო ამავე სახელწოდების სიმღერაც.   

მაიკლის გარდაცვალების შემდეგ მასალა,  სადაც აღბეჭდილია ტურნესთვის მზადება  ფილმად გამოიცა. სახელწოდებაც იგივე დარჩა– „This is it“.

ამ ფილმში ნათლად ჩანს, თუ როგორი დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ეკიდება მაიკი საქმეს, რა მონდომებით არჩევს მოცეკვავეებს და რამხელა შრომას დებს ტურნეს მომზადებაში.

ცნობილია, რომ მაიკლი იშვიათი დაავადებით ვიტილიგოთი იყო დაავადებული. მას კანი უფერკმრთალდებოდა. ეს ფაქტი მის მიმართ ცუდად განწყობილმა ადამიანებმა მისსავე წინააღმდეგ გამოიყენეს და ამბობდნენ, რომ ჯექსონმა პლასტიკური ქირურგიის ჩარევით კანის ფერი შეიცვალა. ამ ჭორებთან დაკავშირებით მაიკლი ამბობდა:

„ჩემი კანი დაავადებულია,  რაც ანადგურებს კანის პიგმენტებს,  ეს არის ის, რისი შველაც არ შემიძლია. როდესაც ხალხი ქმნის ისტორიებს იმის შესახებ, რომ მე არ მინდა ის ვიყო რაც ვარ გულს მტკენს.“

ეს არ იყო ერთადერთი ჭორი, რაც პოპ მეფის პირად ცხოვრებაზე ვრცელდებოდა, ის სიკვდილამდეც ყველასთვის საინტერესო იყო და გარდაცვალების შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი ცნობილი როგორც „MJ“ ან „პოპის მეფე“ ამერიკელი მუსიკოსი, მოცეკვავე და მსახიობი იყო. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო. 

ჯექსონის 1982 წლის დისკი Thriller ითვლება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად. მისი სხვა ალბომები, მათ შორის Off the Wall (1979), Bad(1987), Dangerous (1991) და HIStory (1995) ასევე ითვლება მსოფლიო ბესტსელერებად. ჯექსონი იმ რამდენიმე შემსრულებელს შორის არის, რომლებიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. იგი ასევე შეყვანილი იქნა ცეკვის დიდების დარბაზში, როგორც პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მოცეკვავე პოპისა და როკ-ენ-როლის სამყაროდან. მის დამსახურებებსა და ჯილდოებს შორის არის: გინესის მსოფლიო რეკორდები, 13გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო (ყველაზე მეტი ამ ჯილდოს არსებობის ისტორიაში, მათ შორის - „საუკუნის შემსრულებლის“ კატეგორიაში); აშშ-ს ჩარტებში მისი სოლო-კარიერის მანძილზე პირველ პოზიციაზე  მოხვედრილი 13 სინგლი და მსოფლიო მასშტაბით გაყიდული დაახლოებით 750 მილიონი ჩანაწერი და სხვა, არაერთი ჯილდო.