პარიზში მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოწინააღმდეგე 100 000 ირანელი შეიკრიბა

პარიზში მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოწინააღმდეგე 100 000 ირანელი შეიკრიბა

საზღვარგარეთ მცხოვრები ირანელები ქვეყანაში ხელისუფლების ცვლას მოითხოვენ. ამ მიზნით პარიზის გარეუბანში ასი ათასობით ირანელი შეიკრიბა და ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა „ირანის ეროვნული წინააღმდეგობის საბჭოს“ და მის ლიდერს მარიამ რაჯანს. 

„ძლევამოსილ ნაციებს და დიდ მოაზროვნეებს შეუძლიათ გახდნენ  იმ მძლავრი მოძრაობის ინიციატორები, რომლებიც ხალხს გაიყოლებს. ამ მოძრაობებს შეუძლიათ გაარღვიონ ჯებირები და გამარჯვებისთვის წარმოუდგენელს მიაღწიონ“,-მიმართა რაჯანმა შეკრებილებს.

ფორუმის ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობა ასი ათასობით ირანელმა მიიღო. მონაწილეთა შორის გახლდათ კოლუმბიელი პოლიტიკოსი ინგრიდ ბეტანკური, რომელიც ექვსი წელი ტყვედ ჰყავდათ  მემარცხენე რადიკალ „ფარკის“ დაჯგუფებას.