პატრიარქმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები აკურთხა

პატრიარქმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები აკურთხა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 24 ივნისი ახალგაზრდობის დღედ დააწესა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოაწყო.

უწმინდესმა, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, კოალიცია “ქართული ოცნების”  და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდებიც დალოცა.

„ ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა და ის ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იყოს გამოყენებული,“ - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდების თქმით, პატრიარქის დალოცვით უდიდესი მადლი მიიღეს და აღნიშნეს, რომ ეს მეტად მნიშნელოვანია იმ ბრძოლაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს.

სამების ტაძარში მიმდინარე საკვირაო წირვა-ლოცვას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი დაესწრნენ.