ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი ეგვიპტელებს  გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი ეგვიპტელებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ეგვიპტის ახლადარჩეული პრეზიდენტი ისლამისტური მოძრაობის „ძმები მუსლიმების“ კანდიდატი მოჰამედ მურსი მოქალაქეებს ერთიანობის კენ მოუწოდებს.

არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლოებას მიმართა. „მე მოგიწოდებთ თქვენ,დიდ ეგვიპტელ ხალხს, გავაძლიეროთ ჩვენი ერთიანობა, ეს ერთადერთი გამოსავალია ამ რთულ დროს“,-აღნიშნა მურსმა.

მოჰამედ მურსის გამარჯვება უკვე მიულოცეს ამერიკის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის პირველმა პირებმა.  

  ეგვიპტის საარჩევნო კომისიის მონაცმეებით მურსმა ხმების  51,7%-ი მოაგროვა, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს აჰმედ შაფიკს კი ამომრჩეველთა 48,3 %- მა დაუჭირა მხარი.