NDI-ის დელეგაციას დღეს დავით ბაქრაძე შეხვდება

NDI-ის დელეგაციას დღეს დავით ბაქრაძე შეხვდება

 პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წევრებს და მის პრეზიდენტს კენეთ ვოლაკს შეხვდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანი 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებაა.

დელეგაცია  შეხვედრებს ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აპირებს.

აღნიშნული შეხვედრების საფუძველზე დელეგაცია შეაფასებს არჩევნებისთვის მზადების პროცესს, წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს.

29 ივნისს, მუშაობის დასრულების შემდეგ, NDI-ის დელეგაცია ანგარიშის სახით წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია კომენტარს არ გააკეთებს.