"სტერეო პლუსი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კომპანია "სტერეო +" შავ სიაში შეიყვანა,- ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს  ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კომპანია   "სტერეო +" შავ სიაში რეგისტრაციის მიზეზად , სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად შესრულებას ასახელებს.

როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განმარტავს,  შპს-მ "სტერეო+" აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტს სათანადოდ ვერ მოემსახურა.

კომპანია აჭარის ტელევიზიისთვის თბილისიდან ბათუმში ციფრული სარელეო ქსელით ვიდეომასალების (სიუჟტებისა და ჩართვების) გადმოგორებას უზრუნველყოფს.

აჭარის ტელევიზიამ ტენდერი ამ მომსახურებაზე მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა. 90 000 ლარის ღირებულების ტენდერში მხოლოდ "სტერეო+" მონაწილეობდა და შემსყიდველს მომსახურება, გამოცხადებულ 90 000 ლარად შესთავაზა და გაიმარჯვა კიდეც. ხელშეკრულება, 2013 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მოქმედებდეს.

შავ სიაში შესვლის გამო, შპს "სტერეო+" ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

შეგახსენებთ, პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლიუსს“ პრობლმები, მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც  კომპანია „სტერეო პლიუსმა“ „მეცხრე არხთან“ თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმა.

პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლიუსის“ დამფუძნებელის, დავით ზილფიმიანის განცხადებით,   პარლამენტის წევრმა დავით ბეჟუაშვილმა მას მთელი ქონება მას შემდეგ დაუყადაღა,  როცა  კომპანია „სტერეო პლიუსმა“  ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“  ხელშეკრულება გააფორმა.

„მეცხრე არხთან“. ხელშეკრულების საგანი იყო „მეცხრე არხის“ კუთვნილი დაზიანებული აპარატურის შეკეთება, რაც „სტერეო პლიუსმა“ უნდა განახორციელოს. აქვე დავით ზილფიმიანი განმარტავს, რომ ამ აპარატურის დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ მოწყობილობები ტრანსპორტირების პროცესში არ არის დაზიანებული. მისი თქმით, დაზიანებები გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედებით. ზილფიმიანი აცხადებს, რომ მისი კომპანია „სტერეო პლიუსი“ ახორციელებს სხვადასხვა მაუწყებლების (ტელეკომპანიებისა და რადიოკომპანიების) მომსახურებას და ამ მომსახურების განხორციელებისას არ ხდება მაუწყებლების შერჩევა მათი პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით.