იაგო ხვიჩია: თუ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ რეგრესისა და აშშ-ს მიერ მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების ტემპებს, გამორიცხული არ არის, ამას ევროკავშირიც შეუერთდეს

იაგო ხვიჩია: თუ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ რეგრესისა და აშშ-ს მიერ მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების ტემპებს, გამორიცხული არ არის, ამას ევროკავშირიც შეუერთდეს

თუ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ რეგრესისა და აშშ-ს მიერ მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების ტემპებს, გამორიცხული არ არის, ამას ევროკავშირიც შეუერთდეს, - ასეთია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის იაგო ხვიჩიას პოზიცია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე.

ხვიაჩიას თქმით, ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ინტერესს აზიანებს. მისივე აზრით, „ქოცებს“ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება არ სურს.

„არის საკითხები, რაზეც ადამიანები „თრიგერდებიან“ - ასეთია ვიზალიბერალიზაციის საკითხი. არსებულ რეალობაში არაფერი გამორიცხული არ არის.

მთავარი პრობლემა არის, რომ „ქოცებს“ დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება არ სურს. მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მთელი სამყარო ჩვენ გვებრძვის, არამედ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს არჩევნებზე დალაგებულად გასვლა - მას უნდა უფრო მეტი რადიკალიზაციით საკუთარი მომხრეების მობილიზება და მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვის წინააღმდეგ იქნება ეს რადიკალიზაცია. მთავარია იყოს ბრძოლა და ყველა მისი ამომრჩეველი ამ ბრძოლაში იყოს. ეს ბრძოლა ლგბტ ხალხთან დაიწყო. მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჰაერი და აქ არავინ წინააღმდეგობას არ გაუწევდა. ამის შემდეგ მოძებნეს მტერი „გლობალური ომის პარტიის“ სახით და ახლა მას ებრძვიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Gami ხედავ, რავა " განსჭვრიტა"ამ უსარგებლო" იდიოტმა?!
2 თვის უკან
კარლო ცალ ფეხზე დგომა არ იკმარეს, ეხლა წაკუზულებმა უნდათ რომ იარონ
2 თვის უკან