სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების  დარღვევის   ფაქტზე პანამის   დროშით  მცურავი   გემი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე პანამის დროშით მცურავი გემი დააკავა

საზღვაო პოლიციამ ფოთის პორტის გარე  რეიდზე, ნაოსნობის წესების  დარღვევის   ფაქტზე (ნებართვისა  და დადგენილი  წესის  დარღვევით  ზომამცირე  მცურავი  საშუალების  ზღვაში  ჩაშვება),  პანამის   დროშით  მცურავი   გემი „SKYGLORY“–ი   დააკავეს.

აღნიშნული შესახებ, განცხადებას შსს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

„21 ივნისს,    შსს   სასაზღვრო   პოლიციის    საგამოძიებო–ოპერატიული  მთავარი  სამმართველოს  II  სამმართველოს  (დასავლეთი)  და სანაპირო  დაცვის დეპარტამენტის  ოპერაციების  მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,    გატარებული  სასაზღვრო  პოლიციური  ღონისძიებების   შედეგად,  ფოთის პორტის გარე  რეიდზე, ნაოსნობის წესების  დარღვევის   ფაქტზე (ნებართვისა  და დადგენილი  წესის  დარღვევით  ზომამცირე  მცურავი  საშუალების  ზღვაში  ჩაშვება),  პანამის   დროშით  მცურავი   გემი „SKYGLORY“- ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტზე  საქმისწარმოება საქართველოს  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევათა  კოდექსის  114–ე მუხლის I ნაწილით დაიწყო,   რომელიც   50 000  ლარის ოდენობით   ადმინისტრაციულ  ჯარიმას   ითვალისწინებს.