„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ არჩევნებზე მიღებული ხმები ფაქტობრივად აღიარეს. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს მიიღებენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ არჩევნებზე მიღებული ხმები ფაქტობრივად აღიარეს. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს მიიღებენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ არჩევნებზე მიღებული ხმები ფაქტობრივად აღიარეს. საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, მათ შორრის 5 ოპოზიციური პარტიაა.

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 6 100 055 ლარი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1 556 070 ლარი
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ - 1 645 775 ლარი
„გახარია საქართველოსთვის“ - 1 307 590 ლარი
„ლელო საქართველოსთვის“ - 1 414 590 ლარი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 752 995 ლარი
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - 811 115 ლარი
თუმცა, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.

Aburjga Tasmanieli მიდით, მიდით ამ პარაზიტებს ძალით შეტენეთ ასი ათასები და მილიონები! ვაი ჩვენ ქართველ ხალხს, საქართველოს რიგით მოქალაქეებს! უნდა გაუქმდეს ან 25 წლიანი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირებაზე. საკმარისია ერთპიროვნული მმართველობა! არ გვჭირდება არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი არჩევნები!
14 საათის უკან