ნაციონალები თელავში კვლავ ვასილ დავითაშვილს წარადგენენ

ნაციონალები თელავში კვლავ ვასილ დავითაშვილს წარადგენენ

ნაციონალური მოძრაობა თელავის რაიონში ვასილ დავითაშვილის კანდიდატურას წარადგენს.

ამის  შესახებ from.ge–ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. დავითაშვილი ამ მოწვევის პარლამენტის წევრია და ის მაჟორიტარად მას შემდეგ აირჩიეს, რაც თელავის ყოფილი მაჟორიტარი გია არსენიშვილი გარდაიცვალა.

პარლამენტში მოხვედრამდე ვასილ დავითაშვილი მუშაობდა: თელავის გამგებელად, თელავის რაიონის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროს ხელმძღვანელად და თელავის ინფრასტრუქტურისა და უზრუნველყოფის სამმართველოს დირექტორად

ვასილ დავითაშვილი ღირსების ორდენის კავალერია.