საპატრიარქო: ამბასადორში“ დაგეგმილ კონფერენციაზე მოსაწვევებს ე.წ „ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა“ სექტა ავრცელებს

საპატრიარქო: ამბასადორში“ დაგეგმილ კონფერენციაზე მოსაწვევებს ე.წ „ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა“ სექტა ავრცელებს

საქართველოს   საპატრიარქო   23- 24 ივნისს  სასტუმრო „ამბასადორში“ დაგეგმილ კონფერენციასთან -  „ღმერთის სიტყვა - სულიწმინდა - განკურნება!“  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსაწვევს ე.წ „ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა“ სექტა ავრცელებს.

from.ge  საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"უკანასკნელ დღეებში თბილისის ქუჩებში ვრცელდება ანონიმური მოსაწვევები კონფერენციაზე "ღმერთის სიტყვა - სულიწმინდა - განკურნება!", რომელიც სასტუმრო "ამბასადორში" 23-24 ივნისს ტარდება. მოსაწვევში არ არის მითითებული, თუ რომელი კონფესია აწყობს ამ შეკრებას. საპატრიარქოს პრესცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ მოსაწვევევს ე.წ. "ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა" სექტა ავრცელებს.

 თბილისის ქუჩებში ასევე ვრცელდება პლაკატები, რომლის თანახმად, 23 ივნისს მაჩაბლის ქუჩაზე "მაჰარიშის ტრანსცენდენტული მედიტაციის ცენტრი" და "დევიდ ლინჩის საქველმოქმედო ფონდი" ღია კარის დღეს აწყობენ. აღნიშნული ცენტრი და ფონდი ერთ-ერთ ტოტალიტარულ სექტას წარმოადგენს.

 შეგახსენებთ, რომ ქუჩაში მოწოდებული ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე რომელიმე სექტა დგას", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.