„თავისუფალმა  საქართველომ“  დაბა ხელვაჩაურში  ოფისი გახსნა

„თავისუფალმა საქართველომ“ დაბა ხელვაჩაურში ოფისი გახსნა

დაბა ხელვაჩაურში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისი  გაიხსნა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფალი საქართველოს“ ხელვაჩაურის ოფისს ტარიელ ბერსანიძე უხელმძღვანელებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა პარტიის ოფისის გახსნას დიდი ინტერესით შეხვდა.

„ჩვენ „თავისუფალი საქართველოს“ გაზეთები და საინფორმაციო ფლაერები დავურიგეთ. პარტიას საქართველოს მასშტაბით უკვე 25 ოფისი აქვს. სამომავლოდ 73 საარჩევნო ოლქში პარტიის წარმომადგენლობის გახსნა იგეგმება", - აცხადებენ "თავისუფალ საქართველოში".

ოფისის პრეზენტაციას პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა და გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე დაესწრენ.