მომავალში, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები თუ დიპლომატები მედიის დამოუკიდებლობაზე იტყვიან რამეს, გავიხსენოთ, რომ არც ერთს არც ერთი სიტყვა არ დაუძრავს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ძალით იჭრებოდნენ, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„მომავალში, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები თუ დიპლომატები მედიის დამოუკიდებლობაზე იტყვიან რამეს, გავიხსენოთ, რომ არც ერთს არც ერთი სიტყვა არ დაუძრავს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია და მისი მოკავშირე „ენჯეოები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისადმი დაქვემდებარებას ცდილობდნენ, მის შენობაში ძალით იჭრებოდნენ და მის ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ.
ეს განცხადება კი კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რა ელის დამოუკიდებელ მედიას რადიკალური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. ყველასთვის გამოინახება თითო ტყავის ლაბადიანი "დრუჟინიკი“, - წერს პაპუაშვილი.