ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და წითელ მოედანზე გადავიდა

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და წითელ მოედანზე გადავიდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ აქციების შემდეგ, ხელისუფლება ისტერიკაშია.

 ივანიშვილის თქმით, 27 მაისიდან დაწყებული კოალიციის ყველა მიტინგი ხალხმრავალი იყო, რამაც ხელიუსუფლების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია.

კოალიციის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება ადრე კანონის დაცვას ფორმალურად მაინც ცდილობდა, ახლა კი,   ყველაფერს ხაზი გადაუსვეს და წითელ მოედანზე გადავიდა.

„დღეს უარყოფენ დემოკრატიას და ქვეყანაში ტერორს აპირებენ, რაც არ გამოუვათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება და კოალიცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას დიპლომატებთან, ივანიშვილის თქმით, კერძოდ, კოალიციის ლიდერმა დიპლომატებს გააცნო ინფორმაცია სასამართლოს მიერ მისთვის 150 მილიონ ლარამდე ჯარიმის დაკისრების შესახებ, რაც აპელაციის შემდეგ განახევრდა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა, „გლობალ ტვ“-სთან დაკავშირებული მოვლენები იყო. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ელჩებს ინფორმაცია „გლობალ-ტვ“-ს მეწილის აშშ-ს მოქალაქის ალექსანდრე რონჟესის დაკავებაზეც მიაწოდა.