აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ქართუ ჯგუფსა“ და ბანკი „ქართუ“-სგან აქციონერთა  შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება მოითხოვა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ქართუ ჯგუფსა“ და ბანკი „ქართუ“-სგან აქციონერთა შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება მოითხოვა

აღსრულების ეროვნული ბიურო "ქართუ ჯგუფისგან" და ბანკი "ქართუსგან" სააქციო საზოგადოების აქციონერთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, დღეს შესაბამის უწყებაში პრესკონფერენცია გაიმართა.

თბილისის აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელის, ნინო გოგელაშვილის თქმით, აქციონერთა შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა "ქართუ ჯგუფს" სააღსრულებო ბიურომ გუშინ გადაუგზავნა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიუღია.

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ წარმოადგენდა სირთულეს და მოითხოვდა მცირე დროს, სს "ქართუ ჯგუფისა" და ბანკი "ქართუს" დირექტორის, ნოდარ ჯავახიშვილის მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნა ამ დრომდე არ სრულდება. აღსრულების ეროვნული ბიურო იმედს გამოთქვამს, რომ "ქართუ ჯგუფი" შეასრულებს კანონის მოთხოვნას", - აღნიშნა გოგელაშვილმა.

აქვე უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი, რომელთა თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74.325.065 ლარის ოდენობით. 

„აღსრულების ეროვნული ბიურო აგრძელებს სააღსრულებო წარმოებას და პარალელურ რეჟიმში საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას“, - დასძინა გოგელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.