შოტლანდიაში, რემბრანდტის ორიგინალი ნახატი სხვენზე მიგდებული იპოვეს

შოტლანდიაში, რემბრანდტის ორიგინალი ნახატი სხვენზე მიგდებული იპოვეს

შოტლანდიის, ერთ-ერთი, მცხოვრები საკუთარი სახლის სხვენზე, მეტად საინტერესო ნახატს გადააწყდა. ეს იყო შავი პასტელებით შესრულებული ესკიზი, რომელზეც ბრმა მათხოვარი, ბიჭი და ძაღლია გამოსახული. იფიქრა, შეიძლებოდა  ნახატს რამე  კულტურული ღირებულება ჰქონოდა და მისი ფასის დადგენა გადაწყვიტა. მამაკაცი აუქციონის სახლ Christie's-ის სპეციალისტებს დაუკავშირდა და სხვენში ნაპოვნი ნახატის ფოტოები გაუგზავნა. ექსპერტებისთვის ფოტოების ხილვისთანავე გახდა ნათელი მისი ავტორის ვინაობა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ნაპოვნი ესკიზი რემბრანდტს ეკუთვნოდა, მაგრამ მათი გაოცება გამოიწვია, იმ ფაქტმა, რომ რემბრანდტის ეს ნახატი, ანალოგიური სიუჟეტთ გერმანიში, ბერლინში ინახებოდა. ორივე ნახატს სასწრაფო ექსპერტიზა ჩაუტარდა. აღმოჩნდა, რომ ეს ნახატი, რომელის სადღაც სხვენში იყო გადამალული ორიგინალია, ხოლო ის, რომელიც მუზეუმში ინახებოდა ასლი.

გარდა რემბრანდტისა, სხვენის პატრონმა ექსპერტებს კიდევ ხუთი ნახატი აჩვენა, მათი ავტორების ვინაობა ეჯრჯერობით უცნობია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ისინი რემბრანდტის მოწაფეებს ეკუთვნოდეთ.

ყველა ნახატი 3 ივლისს Christie's-ის აუქციონზე იქნება გატანილი. რემბრანდტის ესკიზის საწყისი ღირებულება 125 ათსი დოლარია.

სხვენის მეპატრონე გაოცებული დარჩა, როდესაც შეიტყო თუ რა ძვირად ფასობდა ის ნივთები, რომლებიც წლებია მისი სახლის სხვენში, მტვრიან კარადაში ინახება.