Wall Street Journal: ევროკავშირის კრიზისი რუსეთს გზას უხსნის

Wall Street Journal: ევროკავშირის კრიზისი რუსეთს გზას უხსნის

ცნობილი ამერიკელი ექსპერტი უოლტერ რასელ მიდი Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ევროკავშირის კრიზისს რუსეთისთვის ბედნიერებად განიხილავს- რუსეთს საშუალება ექნება თავისი სურვილი აისრულოს და ევროაზიის კავშირი ჩამოაყალიბოს.

„ევროკავშირის კრიზისი, რომელიც არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ხასიათსაც ატარებს, აღმოსავლეთის ქვეყნებს აიძულებს უფრო ახლო კავშირები ეძებონ რუსეთთან. ახლა ევროპას არ სცხელა უკრაინის, მოლდოვასა და ბელორუსიისთვის. მართალია, ევროკავშირი დიდად არც მანამდე იწუხებდა ამ ქვეყნებისთვის თავს, თუმცა პოლიტიკურ რევერანსებს ბრიუსელი მაინც აკეთებდა. რუსეთის „ძმა“ ლუკაშენკოც კი ხშირად გამოხატავდა დაინტერესებას ევროპის მიმართ...პოლიტიკა კი პირად ინტერესებზეა აგებული“,- წერს მიდი გამოცემაში.