ზუგდიდის სასამართლოსთან სერგო ჩაჩიბაიას განაჩენი გააპროტესტეს

ზუგდიდის სასამართლოსთან სერგო ჩაჩიბაიას განაჩენი გააპროტესტეს

ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა სერგო ჩაჩიაბაის განაჩენი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, სერგო ჩაჩიბაიას პოლიციამ პროვოკაცია მოუწყო, სასამართლომ კი ის პოლიტიკური ნიშნით გაასამართლა.

„ეს უკანონო  გადაწყვეტილება უნდა იქნას აღკვეთილი და ჩვენ, „ქართული ოცნება“ ამას ოქტომბერში აღვკვეთავთ, როცა არჩევნებში გავიმარჯვებთ და დავასრულებთ ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ ერთმა წევრმა, თაზო ფაცაციამ.

როგორც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის უფროსმა, მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, ისინი ამ ფორმით, სოლიდარობას უცხადებენ ყველა პოლიტ პატიმარს.

„სოლიდარობა გამოვუცხადეთ, როგორც სერგო ჩაჩიაბაის, რომელიც  პოლიტპატიმარია, ასევე ყველა იმ პოლიტპატიმარს, რომლებიც დღეს საქართველოს საპატიმროებში უკანონოდ იხდიან სასჯელს“, - განაცხადა ქვარაიამ.

„თავისუფალი დემოკარტების“  წევ  სერგო ჩაჩიაბას ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინაღააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 1 წელი და 6 თვე სასამართლომ გასულ კვირას შეუფარდა.