ეკა ბესელია: გლობალ-ტვის ანტენების დაყადაღება საპროცესო ნორმების უგულებელყოფით განხორციელდა

ეკა ბესელია: გლობალ-ტვის ანტენების დაყადაღება საპროცესო ნორმების უგულებელყოფით განხორციელდა

„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერისა და „ქართული ოცნების“ წევრის, იურისტ ეკა ბესელიას შეფასებით, გლობალ ტვ-ის ანტენების დაყადაღება კანონის უხეში დარღვევებით და საპროცესო ნორმების უგულებელყოფით განხორციელდა.

როგორც ბესელიამ From.ge - სთან საუბარში განაცხადა, ეს ორგანიზაცია ყოველთვის იყო და ეხლაც დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელსაც კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს და დასძინა, რომ აღნიშნული კომპანიის საქმიანობის სფერო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მომსახურებაა.

„ანტენების მონტაჟით კომპანია ცდილობს, მოსახლეობამ ინფორმაცია არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის და „იმედი“-სგან, არემედ სხვა, ობიექტური მედიასაშუალებებითაც მიიღოს. თუმცა, როგორც ჩანს ხელისუფლებას ყველაზე მეტად   სწორედ იმის ეშინია, რომ საქართველოს სრული საზოგადოება არ იყოს  ინფორმირებული რეალურად რა ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ სწორედ ამით არის მოტივირებული პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც.

შეგახსენებთ, გუშინ  „ელიტა ბურჯის“ შენობაში კონტროლის პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, კრიმინალური პოლიცია შევიდა, რომელმაც სასამართლოს დადგენილებით კომპანიის ქონება დააყადაღა. დაყადაღებულია ასევე გლობალ ტვ-ის კუთვნიილი ქონებაც.