"გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" საქმეზე საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “2011 წლის 5 მაისიდან სამართალწარმოება საქმის ელექტრონულ წარმოებაზეა გადასული, რაც ბეჭდის საჭიროებას გამორიცხავს’’.

ასე ხსნის სასამართლო დღეს კომპანია "გალობალ ტვ’’-ის განჩინებაზე, რომლითაც მისი დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღების პროცესი დაიწყო, მოსამართლის ხელმოწერისა და ბეჭედის არარსებობას.

"from.ge  საქალაქო სასამართლოს  განცხადებას   უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 21 ივნისს განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც მთავარი პროკურატურა ითხოვდა შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" ტექნიკურ საშუალებებზე ყადაღის დადებას.

სასამართლომ კანონით დადგენილი წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი. შუამდგომლობა სასამართლოში შემოვიდა ელექტრონული ფორმით და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის მიერ ხელმოწერილ იქნა ელექტრონული ფორმით.

სასამართლო განმარტავს, რომ 2011 წლის 5 მაისიდან სისხლის სამართალწარმოება გადასულია ელექტრონულ საქმის წარმოებაზე, რაც ამავე დროს გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ელექტრონული ფორმით ხელმოწერას, რაც გამორიცხავს ბეჭდის საჭიროებას. შესაბამისი ცვლილება კანონში, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მეორე ნაწილშია შესული",- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.