დემოკრატიული მოძრაობის ანგარიშზე 54 526 ლარის ოდენობის შემოწირულობა დაფიქსირდა

დემოკრატიული მოძრაობის ანგარიშზე 54 526 ლარის ოდენობის შემოწირულობა დაფიქსირდა

2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე "დემოკრატიულმა მოძრაობამ" 54 526 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პარტიის ანგარიშზე 130 გადარიცხვა განხორციელდა. 

მაქსიმალური შემოწირულობის სახით პარტიას მიღებული აქვს 3 ათასი ლარი. აღნიშნული ტრანზაქცია "დემოკრატიული მოძრაობის" სასარგებლოდ ფიზიკურმა პირმა კახაბერ ღირსიაშვილმა განახორციელა. მიღებული თანხის უმეტესობა პარტიის ანგარიშზე საწევრო შენატანის სახით მოხვდა. 

შემოწირულობათა სიაში აღნიშნულია რამდენიმე უკანონო გადარიცხვაც, რომელთა ნაწილი შემომწირველს დაუბრუნდა, ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა.