ზურაბ ბაზლიძე: სასამართლო პროცესებზე არა თუ მხარეებად,  მოწმის სტატუსითაც არ დავუბარებივართ

ზურაბ ბაზლიძე: სასამართლო პროცესებზე არა თუ მხარეებად, მოწმის სტატუსითაც არ დავუბარებივართ

"დაყადაღებულია ყველა ობიექტი სადაც ჩვენი ანტენები იყო განთავსებული.  ბოგდან ხმელინცკის #42-სა და ქობულეთში, ციცინათელას გასართობი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საწყობები. რაც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. მოსამართლემ მას ჩვენი ანტენების დაყადაღების უფლება მისცა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურში დაწყებული გამოძიების შესახებ ჩვენ მხოლოდ მედიის საშუალებით შევიტყვეთ.  ჩვენი იურისტები საქმეში გარკვევას ცდილობენ. დაკავებული არავინ არ არის, უბრალოდ "ელიტა ბურჯის" თანამშრომლებს გადაადგილების უფლებას უზღუდავენ“,-აცხადებს კომპანია „გლობალ ტვ“-ის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე

მისთვის მოულოდნელიიყო, „გლობალ კონტაქტ კონსტალგინის“ დაყადაღება, რადგან სასამართლო პროცესებზე ისინი არა თუ მხარეებად, არამედ მოწმის სტატუსითაც არ დაუბარებიათ.

„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წერილი მივიღეთ კონტროლის პალატისგან, რომელშიც გარკვეული რეკომენდაციები იყო მოცემული. ასევე სასამართლოს მიერ მოწვეულ საექსპერტო ბიუროს დადგენილებას გავეცანით. მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი პროექტი არის კომერციული, ბიზნეს გეგმა  მაინც გადავაგზავნეთ საერთაშორისო საავტორო ორგანიზაციებში, რათა მივიღოთ მასზე კომპეტენტური დასკვნა“, -განაცხადა ბაზლიძემ.

გლობალის შენობაში რამდენიმე საათის წინ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გამოცხადდენ, მათი განცხადებით გლობალის თანამშრომლებს ის ანტენები, რომლებიც ჯერ  კიდევ არ დაუმონტაჟებიათ მოსახლეობისათვის, დაყადაღებულია. ისინი ამას ხსნიან იმით, რომ სასამართლომ გადაწყვიტა კონტროლის პალატის დადგენილების საფუძველზე დაედგინა კავშირი ამომრჩევლების მოსყიდვასთან და გლობალის ანტენების დადგმასთან დაკავშირებით. მათი მტკიცებით, ეს არის წინასწარი პრევენციული ღონისძიება იმისათვის, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების მოსყიდვა.