შსს-მ ოცი წლის წინ მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-მ ოცი წლის წინ მომხდარი მკვლელობა გახსნა

თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად 20 ივნისს, ოცი წლის წინ მომხდარი  მკვლელობისთვის ბრალდებული 1963 წელს დაბადებული  რამაზ ქანაშვილი დააკავეს.

შსს-ს  მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიების შედეგად დაგდინდა, რომ 1992 წლის 31 მაისს, თემქის დასახლებაში   ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, რამაზ ქანაშვილმა გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ამავე მისამართზე მცხოვრებ, 1962 წ.დ. ბადრი ვლადიმერის ძე ფარსაღაშვილს.

დაჭრილი  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ ქარაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ქანაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებ. აღნიშნულ საქმეზე  გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.